ლინას ლინკევიჩუსი: საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას

“ვიმედოვნებ, ახლა არის რეალური შანსი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნას მიღებული” ,- ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.
ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ევროპული პოლიტიკის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა აღმოსავლეთ პოლიტიკის საკითხებს ეძღვნებოდა.
„უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. ფორმალური დაბრკოლებები ამ მხრივ არ არსებობს. მჯერა და ვიმედოვნებ, ახლა არის რეალური შანსი, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნას მიღებული”, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები