დავით უსუფაშვილი: უნდა ვიფიქროთ დაზღვევის სისტემის სრულად გამართვაზე (ვიდეო)

“ჩვენ უნდა ვიფიქროთ დაზღვევის სისტემის სრულად გამართვაზე, თუ სისტემა ასეთი დარჩა, დაიკლებს ხარისხი და გაიზრდება კორუფცია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, “რესპუბლიკური პარტიის“ სიის პირველმა ნომერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მან ვრცლად ისაუბრა, თუ რა ხედვა აქვს აღნიშნულ საკითხზე „უსუფაშვილ- რესპუბლიკელებს“.
​უსუფაშვილის თქმით, თუ სისტემა ასეთი დარჩა, დაიკლებს ხარისხი და გაიზრდება კორუფცია, სახელმწიფოს ბიუჯეტი ვერ აუვა სახსრების გადახდას.
​პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ, კერძო სექტორის შემოყვანა ამ სისტემაში უნდა იყოს სტიმულირებული სხვადასხვა საშუალებებით.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ დაზღვევის სისტემის სრულად გამართვაზე, თუ სისტემა ასეთი დარჩა, დაიკლებს ხარისხი და გაიზრდება კორუფცია, სახელმწიფოს ბიუჯეტი ვერ აუვა ამ სახსრების გადახდას, ამიტომ იმისთვის, რომ საყოველთაო დაზღვევის ეფექტურობა გაიზარდოს, სისტემა გახდეს უფრო მოქნილი და მძიმე ტვირთად არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს, საჭიროა რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგას. კოალიცია ”ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ეს სისტემა, რომელიც დღეს მუშაობს, არის ერთგვარი სასწრაფო დახმარება, რომელიც ესაჭიროებოდა ჩვენს მოსახლეობას, ვინაიდან წინა ხელისუფლების მიერ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიტოვებული იყო ბედის ანაბარა. ეს იყო სწორი და ეფექტური ნაბიჯი, მაგრამ ეს არის სასწრაფო დახმარება და ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ სისტემის სრულად გამართვაზე. თუ სისტემა ასეთი დარჩა დაიკლებს ხარისხი და გაიზრდება კორუფცია, სახელმწიფოს ბიუჯეტი ვერ აუვა ამ სახსრების გადახდას. სწორედ ამიტომ კერძო სექტორის შემოყვანა ამ სისტემაში უნდა იყოს სტიმულირებული სხვადასხვა საშუალებებით. კერძოდ, საჯარო სექტორში დასაქმებული პირების დაზღვევა სავალდებულო წესით, ჩვენი აზრით, უნდა მოხდეს კერძო სადაზღვევო კომპანიებში. ამით კერძო სექტორი შემოვა სისტემაში; დაახლოებით 700 ათასამდე დაქირავებული მოქალაქე გვყავს დღეს ჩვენ. უნდა შედგეს მასტიმულირებელი პაკეტები იმისთვის, რომ ეს ადამიანები გადავიდნენ ასევე კერძო სადაზღვევო სისტემაზე;
მაღალშემოსავლიანი პირები, კერძო სექტორში იქნება ის თუ საჯარო სექტორში, უნდა იყვნენ ამორიცხული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაზღვევის მექანიზმიდან; უნდა იქნეს შემოღებული საშემოსავლო საგადასახადო სისტემაში სერიოზული რეფორმა, როდესაც საშემოსავლო გადასახადის ნაწილი მიემართება სავალდებულო სადაზღვევო და საპენსიო შენატანებში. ამით საბიუჯეტო ტვირთი უნდა შემცირდეს ჯანდაცვის სფეროში, სანაცვლოდ, თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი მიემართება კონკრეტულად ამ მიზნისთვის და ამ საქმისთვის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
https://www.facebook.com/DavidUsupashviliOfficial/videos/1260120017366354/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები