საქართველო საბაჟო სფეროში თურქეთთან თანამშრომლობას აძლიერებს

საქართველო საბაჟო სფეროში თურქეთთან თანამშრომლობას აძლიერებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის, ბიულენთ თუფენქჯის შეხვედრაზე აღინიშნა.
​პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას, რაც საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს .
საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, აღნიშნული დეკლარაცია მნიშვნელოვანია ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო ვაჭრობის პოპულარიზაციისა და რეგიონში უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად.
​მისივე თქმით, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის ეფექტურობა სწორედ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების მოქნილობაზეა დამოკიდებულია.
​გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ინიციატივით, ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ ორმხრივი ვაჭრობა, შეუმცირდებათ საბაჟო კონტროლის პროცედურები და ისარგებლებენ გამარტივებული პროცედურებით. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალზე. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საუბარი შეეხო საქართველოდან ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებს.
​მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები