კახა კალაძე: ირაკლი ოქრუაშვილს აშკარად ეტყობა, რომ ფსიქოლოგიური აშლილობა სჭირს

“ირაკლი ოქრუაშვილს აშკარად ეტყობა, რომ ფსიქოლოგიური აშლილობა სჭირს და მის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – ასე გამოეხმაურა ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მისი და მისი ცოლისძმის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.
„ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა. შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ დროულად გამოიძიონ საქმე და დააკავონ კონკრეტული პიროვნება. რაც შეეხება თვითონ ოქრუაშვილის განცხადებას, ამ ადამიანს აშკარად ეტყობა, რომ ფსიქოლოგიური აშლილობა სჭირს და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გორში ინციდენტი რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ოქრუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრისას მოხდა.
ერთ-ერთმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა.
ოქრუაშვილმა თავდასხმის მონაწილეებად ედუარდ ნუცუბიძე და ალექსანდრე ინდუაშვილი დაასახელა. მან აღნიშნულ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე, გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახა კალაძის ცოლისძმაც დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები