ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა – მოსახლეობა ბრალდებულების გასახლებას მოითხოვს

წალკაში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე გარდაცვლილის მეზობლები საუბრობენ და მკვლელობაში ბრალდებულთა გასახლებას მოითხოვენ.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სავარაუდოდ 4 პიროვნება თავს იმ დროს დაესხა, როდესაც იგი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. გარდაცვლილს 20-მდე ჭრილობა საკუთარი სახლის ჭიშკართან ცივი იარაღით მიაყენეს.
შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
“შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული ზ. ხ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ხ.-მ წალკის რაიონის სოფელ ტბეთში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ მ. პ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა გ.ხ.-ს ძმა – ზ.ხ., რომელმაც მკვლელობამდე მ.პ.-ს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მიაყენა. სამართლდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”, – განუცხადეს “კვირას“ უწყებაში.
წალკაში მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები