ზურაბ ტყემალაძე: წინასაარჩევნო პერიოდი არის საკმაოდ მშვიდი. გავიხსენოთ ის ქაოტური მდგომარეობა, რაც სხვა წლებში ხდებოდა

„მრეწველთა“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე საარჩევნო გარემოს მშვიდად და სტაბილურად აფასებს. ტყემალაძე, რამდნიმე ინციდენტის მიუხედავად, თვლის, რომ წინა წლებთან შედარებით, არჩევნები მასიურად ქაოსურ რეჟიმში არ მიმდინარეობს, თუმცა ტყემალაძე შემაშფოთებლად თვლის არჩევნების პერიოდში იარაღის გამოყენების პრეცედენტს.
“მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი, მიუხედავად რამდენიმე შემთხვევისა, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არაა მასიური ქაოსი, თუმცა გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და დაიჭრნენ ადამიანები, რაც შეშფოთებას იწვევს, ამიტომ, აქედან გამომდინარე, მინდა გავაკეთო განცხადება, რომ სამართალდამცველებმა ყველა ღონე იხმარონ მარტო ფაქტის დასადგენად კი არა, თუ ვინ ვინ დაჭრა, არამედ მიზეზი და მოტივაცია უნდა იყოს ამ დაპირისპირებისა დადასტურებული“,-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები