კახა ძაგანია: ნათელაშვილი, თავისი პოლიტიკური ცხოვრების წესით, არის დამნაშავე

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია ყოფილ თანაგუნდელს, შალვა ნათელაშვილს თაღლითსა და დამნაშავეს უწოდებს და 8 ოქტომბრის არჩევნებზე საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
დოკუმენტებს, რომელიც „კვირას“ პრესკლუბში პირველად გაასაჯაროვა, ძაგანია რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადასცემს.
„ ჩვენ ვკითხეთ, საიდან ჰქონდა ვენის ბანკში თანხა და მივიღეთ პასუხი, რომ გულის ოპერაციის დროს ემიგრანტებს შეუწირავთ. აი, ბელას ფული საიდან აქვს საბიუჯეტო თანხებიდან, ის ცალკე თემაა „ნაცების“ ოფისიდან რა თანხას იღებდა.
ესაა სისხლის სამართლის საქმე და მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ მივლენ საარჩევნო ურნასთან, არ ანდონ ქვეყნის ბედი დამნაშავე და თაღლით პოლიტიკოსებს“,- განაცხადა კახა ძაგანიამ.
„თაღლითი, აფერისტი, ხალხის ნდობითა და სიყვარულით მოვაჭრე პოლიტიკოსი “, – ამ სიტყვებით ახასიათებს კახა ძაგანია ყოფილ ლიდერს და საარჩევნოდ ნათელაშვილის მიმართ მოსახლეობის ნდობის მანდატის პროგნოზსაც აკეთებს.
“ ამ კაცს დღეს მხარს უჭერს მოსახლეობის 1-2 პროცენტი. სწორედ იმ 2 %-ს შევახსენებ, რომ დაფიქრდნენ, ამ “ჟულიკს” არ მისცენ ხმა, რომელსაც საკმაოდ უმანკო სახე აქვს“, – განაცხადა კახა ძაგანიამ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები