ზურაბ ტყემალაძე: მე მჯერა, რომ გადავლახავთ ბარიერს, თუმცა თუ ვერ გადავლახეთ, არც ეს იქნება ტრაგედია

„საარჩევნო ბარიერს, ჩემი აზრით, 5 პარტია გადალახავს და პარლამენტი მრავალპარტიული იქნება“, – საარჩევნო პროგნოზი „კვირას“ პრესკლუბში „მრეწველთა პარტიის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.
ტყემალაძეს თვლის, რომ პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, თუმცა თუ რომელი პარტიები გადალახავენ ბარიერს, ამის დასახელებისგან თავს იკავებს.
“მე მჯერა, რომ 5 პოლიტიკური პარტია გადალახავს ბარიერს, ვინ იქნებიან ესენი, ჩემს პროგნოზს არ დავასახელებ, რადგან უნებურ აგიტაციაში არ ჩამეთვალოს. ჩვენი გამოკითხვებით, მაქვს იმედი, რომ „მრეწველები“ გადალახავენ ბარიერს, თუმცა თუ ვერ გადავლახეთ, არც ეს იქნება პრობლემა“,-განაცხადა „მრეწველთა“ ლიდერმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები