გიორგი ქვრივიშვილის ორგანიზებით დღეს კასპში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება

კასპის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ქვრივიშვილის ორგანიზებით, დღეს, 18:00 საათზე, კასპში, აღმაშენებლის ქუჩაზე (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე) კონცერტი გაიმართება. როგორც “კვირას” კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ, მათ შორის: ნინო ჩხეიძე, გია ნიკოლაძე, მარკუს მეტრეველი და სხვები… როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის პრესსამსახურში აცხადებენ, ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური იქნება და მასზე დასასწრებად კასპის რაიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს ელიან.

ცნობისთვის, გიორგი ქვრივიშვილი კიევის ყოფილი მერის, უკრაინელი მილიარდერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი 5 წლის განმავლობაში იყო. ჩერნოვეცკიმ საპარლამენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა ქობულეთის ოლქში წარადგინა, ხოლო მისი ფონდის დირექტორი კენჭს კასპის რაიონში იყრის. გიორგი ქვრივიშვილი წარმოშობით კასპიდანაა. ის მისი რაიონის მოსახლეობას ინვესტიციების მოზიდვას, სოციალურ პროგრამებს და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები