ირაკლი კობახიძე: “ნაციონალურ მოძრაობას“ ავანტიურისტული გეგმა აქვს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჯერ სოციოლოგიური კვლევის, არჩევნების დღეს კი ეგზიტპოლის შედეგების გაყალბებას გეგმავდა, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “2030-ში” სტუმრობისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, “ნაციონალურ მოძრაობას“ ავანტიურისტული გეგმა აქვს.

„მათი გათვლა ასეთია – ჯერ კვლევის შედეგები გამოაქვეყნონ, მერე ეგზიტპოლები და როცა ცესკოს მიერ ოფიციალური შედეგები დაიდება, რაც გაყალბებული შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება, თქვან, რომ არჩევნები გაყალბდა და დესტაბილიზაცია მოახდინონ. მათ გეგმას განხორციელება არ უწერია, რადგან ხელისუფლება სიტუაციას ფლობს. არავის ექნება საშუალება, პოლიტიკურ პროცესში არეულობა შეიტანოს.

ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ სრული ქაოსია, რადგან არჩევნებს ძალიან მძიმედ აგებენ, რევოლუციური სცენარიც აღარ გამოსდით და ამის გამო აჭრილნი არიან. ეს პოლიტიკური ძალა აბსოლუტურად მარგინალიზებულია, რაც ჩვენი 4-წლიანი პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

ძალიან ბევრი კრიტიკა გვესმოდა, თუ რატომ აძლევდა „ქართული ოცნება“ მათ ლაპარაკის საშუალებას იმის შემდეგ, რაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდენეს, მაგრამ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვიმოქმედეთ და იმას მივაღწიეთ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ უსუსურ, მარგინალურ პოლიტიკურ ძალად იქცა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები