ნუგზარ სურმანიძე და მუხრან ვახტანგაძე ღვაწლმოსილ პედიატრს ესტუმრნენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ნუგზარ სურმანიძე და მუხრან ვახტანგაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ექიმს – ლამარა კალანდარიშვილს სახლში ეწვივნენ და პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ლამარა კალანდარიშვილს პედიატრად საქმიანობის 59 წლიანი გამოცდილება აქვს, მუშაობდა ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში. ქალბატონი ლამარა მედიკოსად ამჟამადაც საქმიანობს.

დეპუტატობის კანდიდატები ღვაწლმოსილ ექიმს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებაზე ესაუბრნენ და მისი მოსაზრებები მოისმინეს.

პარტიის საარჩევნო პროგრამის ჯანდაცვითი ნაწილი ითვალისწინებს: პენსიონერთა დასაქმების პროგრამის – „ცხოვრება გრძელდება“ ამოქმედებას, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად პენსის ეტაპობრივ ზრდას, პირველადი მოხმარების 300 დასახელების მედიკამენტზე ზღვრული ფასის დაწესებას, ქრონიკული დაავადებების მქონე უმწეო პენსიონერებისათვის პირველადი მოხმარების მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებას, პირველადი ჯანდაცვის მიწვდომადობისა და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე, დაავადებების ადრეულ სტადიაზე დამარცხების ალბათობის 80% მდე გაზრდას, 2020 წელისათვის საქართველოში C-ჰეპატიტის პრობლემის სრულად აღმოფხვრას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები