სუბარი: სააკაშვილს მოვუწოდებ, ნუ იმუქრება, მას თბილისში მეცხრე დაწესებულებაში საკანი ელოდება

სააკაშვილს მოვუწოდებ, ნუ იმუქრება შორიდან ჩამოსვლით, – აღნიშნული განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მისამართით გააკეთა.

როგორც სუბარმა სამეგრელოში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ჩამოსვლის შემთხვევაში ციხე ემუქრება.
„სააკაშვილს მოვუწოდებ, ნუ იმუქრება შორიდან ჩამოსვლით. ჩამოვიდეს, ველოდებით საზღვარზე. ელოდება ხელბორკილები და თბილისში მეცხრე დაწესებულებაში საკანი. ეს არის ის ერთადერთი, რაც მას საქართველოში ელის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები