მანანა კობახიძე: ყველამ კარგად იცის, რომ „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლებს და გამოკითხვებს, არავინ ენდობა

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სოციოლოგიური კვლევების სავარაუდო გაყალბების ფაქტს უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლებს და გამოკითხვებს არავინ ენდობა. მისივე თქმით, „რუსთავი 2“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გაყალბებით ცდილობს, რაც მისი შეფასებით, სასაცილოა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცუდ დღეშია და ეს აისახება „რუსთავი 2“-ზეც. „ძალიან ცუდ დღეშია „ნაციონალური მოძრაობა“ , ეს აისახება „რუსთავი 2”-ზე და მის დირექტორზეც, რომელიც ასევე ცუდ დღეშია. არასწორი მონაცემებით, გაყალბებით, ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაც უკვე სასაცილოა. ყველამ კარგად იცის „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლებს და გამოკითხვებს არავინ ენდობა, საზოგადოება ძალიან წინ არის წასული“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები