“ნათელაშვილი შეკრულია “ნაციონალურ მოძრაობასთან” – რატომ დატოვა პარტია “ლეიბორისტების” კანდიდატმა

​აჭარაში, „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატმა, თამარ მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა და პარტია დატოვა, ის „ლეიბორისტულ პარტიას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს.
მიქელაძე აცხადებს, რომ მაღალმთიან აჭარაში მათი დეპუტატის გამარჯვებაზე მუშაობენ. მისივე თქმით, კოორდინატორებს ხელფასებს არ უხდიან და არც წინასაარჩევნო პლაკატები დაუმზადეს.
​თამარ მიქელაძე კენჭს ქედის რაიონში, ხულოს გაერთიანებულ ოლქში იყრიდა. იგი 10 წელია “ლეიბორისტული პარტიის” წევრია. ​„ მე თვითონ გადავწყვიტე, ჩემი სურვილით, გავიგე ბევრი რაღაცა წვრილმანი. ეს პიროვნება შეკრულია “ნაციონალურ მოძრაობასთან”. დავადგინე ყველანაირად. აჭარა ჩააბარა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დათო რობაქიძეს, ჩააბარა ქიქავას და საერთოდ, აჭარის რეგიონი. ამით დაგვამცირა ჩვენ, პარტიის კოორდინატორები“, – განაცხადა თამარ მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები