ივანიშვილი სააკაშვილზე: როგორც ვიცი, მას სთხოვენ, რომ არჩევნების მერე უკრაინიდანაც წავიდეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს სთხოვენ, რომ არჩევნების შემდეგ, უკრაინა დატოვოს.
მცხეთა-მთიანეთში რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და არეულობა გამორიცხა.
„სად წავიდეს უკრაინელი კაცი, ამ ყველაფერს რატომ შვრებიან? – წასასვლელი არ აქვს. როგორც ვიცი, მას სთხოვენ, რომ არჩევნები  დამთავრდება და იქიდანაც უნდა წავიდეს. მის მიმართ 4 საქმეა აღძრული და ძებნილია. წასასვლელი არ აქვს. გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო. კანონს დაემორჩილონ და საკუთარ ქვეყანას ელემენტარულად, პატივი სცენ და საკუთარ საზოგადოებას.
არ ინერვიულოთ, გარწმუნებთ, რომ 99, 9 პროცენტი, როგორც ახლა მიდის საარჩევნო გარემო მშვიდად, ისე წარიმართება, პატარა გამოვლინებები იქნება, თავს უფლებას ვაძლევ და ვიტყვი, რომ კორცხელიც მათი მოწყობილი იყო და გოგონებიც სცემეს. ესეც ძალიან ცუდი იყო. თუმცა, მე ვასწრებ ახლა გამოძიებას, ბოლო სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას. მათი ხელწერაა და თავს უფლებას ვაძლევ, რომ ვთქვა, ესეც მათი გაკეთებული იყო. შეიძლება ბავშვი გალახონ, ან ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი რესურსი მათ არ აქვთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები