ვახტანგ ხმალაძე: თუ არჩევნების მიმდინარეობისას კითხვები არ გაჩნდება, დესტაბილიზაციას ვერავინ მოაწყობს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ვახტან ხმალაძე შალვა რამიშვილის განცხადებაზე, რომელიც “რუსთავი-2” – ის ეგზიტპოლების შესაძლო გაყალბებას ეხება, კომენტარს აკეთებს.
​ხმალაძეს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციის შემოტანას ქვეყანაში ვერ შეძლებს. ის ყურადღებას ამახვილებს არჩევნების პროცესის მიმდინარეობაზე. მისი აზრით, თუ პროცესი მშვიდ გარემოში და დარღვევის გარეშე წარიმართა, პროტესტის გამოსახატად ქუჩაში არავინ გავა.
“არჩევნების დღეს უამრავი დამკვირვებელი იქნებ საარჩევნო უბნებზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი. ყველა მედიასაშუალება იქნება. საზოგადოებას ექნება უწყვეტი ინფორმაცია, დღის განმავლობაში თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები.
ჩვენ გვახსოვს ადრე დათვლის დროს ყუთების გატაცების, ურნების დამტვრევის ფაქტები, თუ ამდაგვარი რაღაც მოხდა, შედეგების მიმართ იქნება ეჭვი, მაგრამ თუ ეს პროცესი წავიდა მშვიდად და არ იქნა მასობრივი დარღვევა, ასეთ შემთხვევაში, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ გამოიყვანს ხალხს გარეთ“, -განახადა ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე განმარტებით, ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების განცდაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები.
“ რევოლუციებს და გადატრიალებებს აკეთებს ხალხი, რასაკვირველია, მას ჰყავს ორგანიზატორები, მაგრამ თუ მასა არ აჰყვა მათ, ვერავინ შეძლებს გადატრიალებას და ის, ვინც მოუწოდებს სპეკულირებით გარეთ გასვლისკენ, მათი გეგმა კრახით დასრულდება“, -განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები