ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნების“ ფავორიტიც და ლიდერიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიმიტრი ხუნდაძეა

„ქართული ოცნების“ ფავორიტიც და ლიდერიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიმიტრი ხუნდაძეა, – ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დიმიტრი ხუნდაძეს დიდ პატივს ცემს და მტელ გუნდში გამორჩეული ადგილი უჭირავს.
„ქართული ოცნების“ ფავორიტიც და ლიდერიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიმიტრი ხუნდაძეა. ორი აზრი არ არსებობს. კვირიკაშვილიც გამოვიდა განცხადება გააკეთა. ხუნდაძე გამორჩეულია. იგი არ ფიქრობდა პოლიტიკაზე საერთოდ, მაგრამ ნახა რომ გამიჭირდა, მე კი არა ქვეყანას გაუჭირდა და ის ჩადგა ამ ომში. დიმიტრი ხუნდაძე არის გამორჩეული და ჩემთვის ფავორიტია მთელ გუნდში. იმდენად დიდ პატივს ვცემ”, -განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები