ვოლსკი ოქრუაშვილის ბრალდებას სისულელეს უწოდებს და აცხადებს რომ ცრუ ბრალდება “არანაკლები დანაშაულია”

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ პოპულიზმში ადანაშაულებს და მის განცხადებას, რომ თავდასხმა “ქართული ოცნების” ლიდერების წახალისებით მოხდა, უპასუხისმგებლოს უწოდებს.
“პოლიტიკური პოპულიზმი ჯერ კიდევ არსებობს, პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც სახელმწიფოში ხდება, რასაკვირველია, აქვს ხელისუფლებას, მაგრამ იჩქარო და განაცხადო, რომ ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ცოტა რთული თემაა მით უმეტეს, ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან. ვითომ არის ანგელოზი ფრთიანი და აკეთებს ასეთ განცხადებებს, გვარებს ასახელებს. სისულელე, ცრუ განცხადებების გაკეთება არანაკლები დანაშაულია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გორის მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილის გუშინ გორში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები