“რუსთავი 2″-ის კვლევა გაყალბებულია” – რა სკანდალურ დოკუმეტს ფლობს შალვა რამიშვილი

ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებით, საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებული კვლევა, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -მა გამოაქვეყნა, გაყალბებულია.
როგორც რამიშვილმა “პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორიგინალი დოკუმენტი ხელში “თავისუფალი ზონის” ყოფილ წევრს, ბესო კალაძეს ჩაუვარდა ხელში.
რამიშვილი განმარტავს, რომ GFK-ს კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე, არსებობდა ორი დოკუმენტი – ერთი გაყალბებული, რომელიც რუსთავი 2-მა გაასაჯაროვა და მეორე ორიგინალი, სადაც რამდენიმე პარტიასთან მიმართებით შედეგები გაყალბებულია.
,,ჩვენ მომსწრე ვართ საზოგადოებრივი აზრის გაყალბების. იცით, რომ მე ვაკეთებ გადაცემას “აკრედიტაციის გარეშე”. ამ გადაცემის ფარგლებში, დამირეკა ბესო კალაძემ, მე მივედი გადავიღე, მათ „თავისუფალი ზონის“ დატოვების გადაწყვეტილება ახსნეს. ამ საუბარში ბესო კალაძე მომიყვა ფაქტის შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხება. საქმე იმაშია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მას ხელში ჰქონდა ორი დოკუმენტი – ერთი იყო გაყალბებული, მეორე კი რეალური დოკუმენტი. მე მას ვურჩიე, იმის გამო, რომ დადასტურებულიყო რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების გაყალბება, დაეცადა და რეალური დოკუმენტი მაშ შემდეგ გამოექვეყნებინა, როცა “რუსთავი 2” გაყალბებულ შედეგებს გაასაჯაროვებდა”, – განაცხადა ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში შალვა რამიშვილმა.
განცხადება ბესო კალაძემაც გააკეთა.
“სამწუხაროდ ვერ დავასახელებ მას, ვინც კვლევის შედეგები მომაწოდა. მე მყავს ბევრი მეგობარი ,,ნაციონალურ მოძრაობაში” და არ მინდა, ვინმეს საფრთხე შევუქმნა. “ნაციონალური მოძრაობა” იშლება და ისინი წააგებენ არჩევნებს”, – განაცხადა ბესო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები