ალაბამის უმაღლესი მოსამართლე ერთსქესიანთა ქორწინების არაღიარების გამო თანამდებობიდან გადააყენეს

აშშ-ის ალაბამის შტატის უმაღლესი მოსამართლე როი მური ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების არაღიარების გამო თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მურმა მოუწოდა ჩინოვნიკებს შტატის ტერიტორიაზე ერთსქესიან წყვილებს ქორწინების მოწმობა არ მისცენ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთსქესიანი კავშირების ნებართვა გასცა.
სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, რომ 69 წლის მურმა ეთიკის კოდექსი დაარღვია და მას ვადაზე ადრე უფლებამოსილება შეუწყვიტა.თავად მურმა კომისიის ვერდიქტს „ჰომოსექსუალთა და ტრანსგენდერული ჯგუფების პოლიტიკურად მოტივირებული ძალისხმევა“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები