გამოვიდა ტარას შევჩენკოს ქართული თარგმანი
კიევურმა გამომცემლობა “დნიპრომ” გამოსცა ტარას შევჩენკოს რაულ ჩილაჩავას მიერ ქართულად თარგმნილი ლექსებისა და პოემების ალბომი: “ფიქრნო ჩემნო…” ალბომს ასევე ერთვის რაულ ჩილაჩავას ვრცელი წინასიტყვაობა. ავტორი აცხადებს, რომ გასულ ზაფხულს სოციალურ ქსელების საშუალებით მიმართა ქართველ გამომცემლებს, რათა ეს თარგმანები შევჩენკოს საიუბილეოდ გამოეცათ, მაგრამ არავინ გამოხმაურებია. თარგმანებს თან ახლავს ორიგინალები და ავტორის ნახატები.