დუბაის აეროპორტთან ახლოს ორი დრონი ჩამოვარდა – არიან დაშავებულები

დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან (DXB) ორი დრონი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა,- ამის შესახებ დუბაის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა.

“როიტერის” თანახმად, ინციდენტი ირანის კრიზისის მე-12 დღეს მოხდა, რამაც გლობალური საჰაერო მიმოსვლის ფართომასშტაბიანი შეფერხება გამოიწვია.

„ხელისუფლება ადასტურებს, რომ დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან (DXB) ორი დრონი ცოტა ხნის წინ ჩამოვარდა“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტის მიუხედავად, აეროპორტის ფრენები ძირითადად ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

შემთხვევის დეტალები, მათ შორის დრონების ტიპი, ოფიციალურად ჯერ არ გამჟღავნებულა, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი ირანული წარმოშობისაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები