სომალის დედაქალაქში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
თვითმხილველების ცნობით, აფეთქების მომენტში რესტორანში ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
თავდასხმის შედეგად არიან დაჭრილებიც. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები