დაღესტანში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ სასულიერო პირს სამი დღე გლოვობდნენ

დაღესტანში, სოფელ აგვალიში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ სასულიერო პირს სამი დღე გლოვობდნენ. გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, მუჰამად ახმედოვი ერაყში დაიღუპა.
„ხალხი მოდიოდა სოფელში და სამძიმარს გამოხატავდა. დაკლეს ბოჩოლა, ეს სამი დღე გაგრძელდა“, – აცნობა გამოცემას სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა.
მუჰამად ახმედოვი, რომელიც ასევე აბუ ზეიდის სახლით არის ცნობილი, ერაყში რამდენიმე დღის წინ ავიადარტყმის დროს მოკლეს. მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო აზერბაიჯანელი მოჭიდავე ჩამსულვარა ჩამსულვარაევი, რომელიც ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.
ახმედოვის ნათესავების ინფორმაციით, ის „ისლამური სახელმწიფოს’ წევრი 2015 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც საუდის არაბეთის ქალაქ მედინის სასულიერო სასწავლებლიდან გარიცხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები