იამაიკას უძლიერესი შტორმი უახლოვდება

ატლანტის ოკეანეში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უძლიერესი შტორმი „მეთიუ“, იამაიკას უახლოვდება. ქარის სიჩქარე 260 კმ/სთ-ს შეადგენს. მეტეოროლოგების განცხადებით, ამ სიძლიერის ქარს შენობების დანგრევა შეუძლია.
სპეციალისტებმა შტორმ „მეთიუს“ უმაღლესი – მეხუთე სიძლიერის კატეგორია მიანიჭეს.
„მეთიუ“ იამაიკის სანაპირომდე ორშაბათს მიაღწევს. ამის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ენდრიუ ჰოლესმა პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვია.
მთელი კუნძულის მასშტაბით სამაშველო სამსახურები, ასევე პოლიცია და სამხედროებია მობილიზებული.
შტორმის მოახლოებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა ჰაიტის და კოლუმბიის ზოგიერთ რაიონშიც გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები