ლავროვი – რუსეთი სირიაში აკრძალულ ჭურვებს არ იყენებს

რუსეთი სირიაში საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულ ჭურვებს არ იყენებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ბი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სირიის ქალაქ ალეპოში რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას ლავროვმა აღნიშნა, რომ არც კლასტერული, არც ფოსფორის ბომბების გამოყენების დამადასტურებელი მასალები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, ლავროვი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლთან დაკავშირებით სინანულს გამოთქვამს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სირიასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება არ სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები