ინდოეთის და პაკისტანის სამხედროებს შორის კვლავ ორმხრივი სროლა მოხდა

ინდოეთის და პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს შორის ქაშმირის შტატში კვლავ ორმხრივი სროლა მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გახსნაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ცეცხლი ე.წ. კონტროლის ხაზის გასწვრივ გაიხსნა, რომელიც ქაშმირში ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ჰყოფს.
რამდენიმე დღის წინ ოფიციალურმა დელიმ განაცხადა, რომ ინდოეთის შეიარაღებული ძალები პაკისტანის ტერიტორიაზე გადავიდნენ და იქ „ბოევიკების“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს. სექტემბრის დასაწყისში პაკისტანელმა „ბოევიკებმა“ ქაშმირში 19 ინდოელი სამხედრო მოკლეს.
პაკისტანი ტერორისტების მხარდაჭერაში ინდოეთის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები