შოტლანდიელი მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა

შოტლანდიელი მოკრივე მაიკ ტოუელი, მეტსახელად „რკინის მაიკი“,  დეილ ევანსთან ბრძოლის დროს მიღებული ტრავმების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
25 წლის ტოუელი გლაზგოში სასტუმრო Radisson Blu-ში გამართული პაექრობის შემდეგ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს.
მოწინააღმდეგემ ტოუელი პირველ რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო. რამდენიმე წამში ის გონს მოვიდა და ბრძოლა გააგრძელა, თუმცა მეხუთე რაუნდში ნოკაუტი განმეორდა. ამის შემდეგ მსაჯებმა ბრძოლა შეაჩერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები