ისრაელში პოლიციელებმა პალესტინელი მოკლეს

ისრაელის პოლიციამ პალესტინელი მოკლა, რომელიც ქალაქ კალანდიაში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტს თავს დაესხა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული. პალესტინელმა  ისრაელის უშიშროების ერთი წარმომადგენელი დაჭრა. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 219 პალესტინელი დაიღუპა. მათგან 148 ისრაელის პოლიციელებს და სამხედროებს თავს დაესხნენ, დანარჩენები საპროტესტო აქციების დროს მომხდარი შეტაკებების დროს დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები