“Party Like A Russian” – რობი უილიამსი მდიდარ რუსებს დასცინის (ვიდეო)

ინგლისელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა ახალი კლიპი “Party Like A Russian” („გაერთე რუსივით“ ) გადაიღო. უილიამსი მდიდარ რუსზე მღერის, რომელიც ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს და საკუთარ კოსმოსურ სადგურსაც კი აშენებს. რუს ოლიგარქს ჰყავს ავტომობილი, რომელიც თვითმფრინავში ათავსებს, თვითმფრინავს ხომალდში, თავად ხომალდი კი აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ნახევარს იკავებს.
​​ახალ კლიპში რობი უილიამსი მდიდრულ სასახლეში ბალერინებთან ერთად ცეკვავს და რუსულად ყვირის „Спасибо!“ (მადლობა). „ჩვენ გვაქვს ოქრო და გვაქვს სული“,- მღერის რობი უილიამსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები