ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვას კრძალავს

ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში კრძალავს ისეთი ტანსაცმლის ტარებას, რომლიც სახეს ფარავს. ამ წესის დარღვევისთვის 100 ათასი ევროს ჯარიმაა გათვალისწინებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კანონის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა გაიზრდება. ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 800 დოლარს შეადგენს.
კანონის მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში იკრძალება ნებისმიერი ტანსაცმლის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს.
ბულგარეთის ოპოზიცია კანონს აკრიტიკებს და მიაჩნია, რომ ის რელიგიური შუღლის გაღვივებას ხელს უწყობს.
ბულგარეთში ძირითადად მუსლიმანი თურქები ცხოვრობენ, რომელთა ქალები, როგოც წესი, სახეს არ იფარავენ. თუმცა ამას სხვა ეროვნების  მუსლიმანი ქალები აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები