შიმონ პერესი იერუსალიმში დაკრძალეს – ფოტოკოლაჟი

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შიმონ პერესი იერუსალიმში, მთავარ მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პერესთან გამომშვიდობების ცერემონიას 70 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, ასევე პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი.
სამგლოვიარო ცერემონიაზე გაკეთებულ განცხადებაში ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ შიმონ პერესი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უსაფრთხო ისრაელის იდეის ერთგული იყო, რომლის მოსახლეობაც მშვიდობაში ცხოვრობს.
შიმონ პერესი 28 სექტემბერს გარდაიცვალა. მან ორი კვირის წინ ინსულტი გადაიტანა.
14509341_10206915591399913_609433758_n 14518217_10206915591279910_881228753_n 14509203_10206915591239909_1644573847_n 14502124_10206915591119906_1857044050_n 14528463_10206915590959902_2043141919_n 14518458_10206915591199908_1418552916_n 14502034_10206915590999903_1016403816_n 14518734_10206915591079905_194022658_n 14518690_10206915591039904_698412954_n 14528167_10206915591159907_1766216078_n 14528429_10206915591319911_1399023366_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები