იტალიაში ვან გოგის ორი ტილო აღმოაჩინეს, რომლებიც მუზეუმიდან 14 წლის წინ მოიპარეს

იტალიის პოლიციამ ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერის, ვან გოგის ორი ტილო აღმოაჩინა, რომლებიც ამსტერდამის მუზეუმიდან 2002 წელს მოიპარეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მუზეუმის ინფორმაციით, საუბარია ტილოებზე „ზღვა სჰევინენგენში“ და „ეკლესია ნიუენენში“. პირველი ნამუშევარი 1882 წლით, ხოლო მეორე 1884-1885 წლებით თარიღდება.
პოლიციამ ხელოვნების ნიმუშები მრავალწლიანი გამოძიების შედეგად იპოვა. ქურდობა, სავარაუდოდ, ნეაპოლის მაფიამ ჩაიდინა.
ნამუშევრები მილიონობით ევრო ღირს, თუმცა ვან გოგის მოღვაწეობის მკვლევარები აცხადებენ, რომ ის შეუფასებელია.
მოპარული ნახატები კარგად არის შენარჩუნებული, თუმცა გარკვეული დაზიანებები აღენიშნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დააბრუნებენ ფერწერულ ტილოებს ამსტერდამში.

_91455706_vangoghnuenenalt

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები