მოსკოვის პოლიციის მაღალჩინოსანს შაქრო კალაშოვის საქმეზე დაკავება ემუქრება

ცნობილი „კანონიერი ქურდის“ შაქრო კალაშოვის საქმეზე მოსკოვის პოლიციის განყოფილების უფროსს დაკავება ემუქრება. რუსეთის დედაქალაქის საგამოძიებო ორგანოებმა უკვე მიმართეს სასამართლოს პრესნენსკის რაიონის  შინაგან საქმეთა სისხლის სამართლის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დენის რომაშკინის დაკავების შუამდგომლობით.  რომაშკინი 2015 წლის დეკემბერში მოსკოვში, რესტორან Elements-ან მომხდარ სროლასთან არის დაკავშირებული, რომლის დროსაც ორი ადამიანი მოკლეს.
დენის რომაშკინი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული.
საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, რესტორან Elements-თან 2015 წლის 14 დეკემბერს მომხდარ სროლაში შაქრო კალაშოვის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, ანდრეი კოჩუიკოვი მეტსახელად „იტალიელი“, ასევე უშიშროების და შინაგან საქმეთა ორგანოების ყოფილი მუშაკი ედუარდ ბუდანცევი მონაწილეობდა. სწორედ ბუდანცევია ბრალდებული ორი ადამიანის მკვლელობაში.
კალაშოვის დაკავების შემდეგ მალევე მოსკოვის საგამოძიებო ორგანოების მაღალჩინოსანი დენის ნიკანდროვი და უწყებათაშორისი უშიშროების წარმომადგენელი მიხეილ მაქსიმენკო და მისი მოადგილე ალექსანდრე ლამონოვი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები