ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და პალესტინის პრეზიდენტმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს (ვიდეო)
პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. პარასკევს ისრაელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ცერემონიაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მსოფლიო ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა.
შიმონ პერესი ოთხშაბათს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის 1990-იან წლებში ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში.