ალეპოში ნანგრევებიდან 5 წლის გოგონა ამოიყვანეს (ვიდეო)

სირიის ქალაქ ალეპოში დაბომბვის შემდეგ ნანგრევებში მოყოლილი ხუთი წლის გოგონა გადაარჩინეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სირიის ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა ინტერნეტში გაავრცელეს. როგორც კადრებში ჩანს, ნანგრევებიდან ამოყვანილი გოგონა ცოცხალია და მას ლაპარაკიც შეუძლია. ბავშვი ალეპოს ალ-შაარის უბანში ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებში მოჰყვა, სადაც რამდენიმე საათი გაატარა.
ცნობისთვის, 22 სექტემბერს აშშ-სა და რუსეთს შორის სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე დღეში დაირღვა. ალეპოზე სამთავრობო ძალების მიერ შეტევის განახლების შემდეგ ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
14518203_10206914151083906_1645773845_n 14501891_10206914151043905_1422354576_n 14518367_10206914150963903_177057613_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები