სამხრეთ კორეელმა მესაზღვრეებმა სამი ჩინელი მეთევზე მოკლეს

სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა სამი ჩინელი მეთევზე მოკლეს, რომლებიც უკანონო თევზჭერას ეწეოდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც კორეელი მესაზღვრეები ჩინელი მეთევზეების დაკავებას ცდილობდნენ. კორეის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ჩინურ თევზსაჭერ გემს ხელყუმბარები ესროლეს. ამის შემდეგ გემის პორტზე ხანძარი გაჩნდა.
ჩინეთმა სამხრეთ კორეას მომხდართან დაკავშირებით პროტესტი გამოუცხადა. სეულმა განაცხადა, რომ მომხდარის გამოძიებას ჩაატარებს. კორეელმა სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის 14 გადარჩენილი წევრი და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები