საფრანგეთი კვლავ „ისლამურ სახელმწიფოს“ დაბომბავს

საფრანგეთმა ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ გააგზავნა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს. ეს ფრანგული ავიამზიდის ამ ტიპის მესამე მისიაა ბოლო ხნის განმავლობაში.
გამოცემა BFM.TV-ის ინფორმაციით, ოპერაციაში Rafale-ს ტიპის რვა თვითმფრინავი მონაწილეობს. მათ ერაყის ქალაქ მოსულთან ისლამისტების პოზიციები უკვე დაბომბეს.
საფრანგეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში 2014 წლის სექტემბრიდან მონაწილეობს. თავდაპირველად ის ერაყის ტერიტორიას მოიცავდა, მაგრამ 2015 წლის ბოლოს საფრანგეთმა სირიის ტერიტორიის დაბომბვაც დაიწყო.
ცნობისთვის, „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2015-2016 წლებში საფრანგეთში მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები