იდლიბის დაბომბვის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ იდლიბის დაბომბვის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 24 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
დაბომბვა ბაშარ ასადის ავიაციამ განახორციელა. დაბომბვის დროს ვაკუუმის ბომბები გამოიყენებოდა. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია.
რუსეთსა და აშშ-ს შორის 19 სექტემბერს სირიასთან დაკავშირებით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება რამდენიმე დღეში დაირღვა, მას შემდეგ სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოზე მასიური შეტევის დაწყების შესახებ განაცხადეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები