ობამა ისრაელში ჩაფრინდა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ისრაელში ჩაფრინდა. ის  ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი პერესის დაკრძალვაში ასევე მიღებს მონაწილეობას.
შიმონ პერესი ოთხშაბათს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან პალესტინელებთან სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილისთვის 1990-იან წლებში ნობელის პრემია მიიღო.
ისრაელში ბარაკ ობამას ვიზიტის ფარგლებში ის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან. ბინიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებას გამართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები