ლას-ვეგასში ეთნიკური ქართველი მოკლეს, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დაცვაში მუშაობდა

აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასის Starbucks-ის მაღაზიაში ეთნიკურად ქართველი მამაკაცი ალექსანდრე ხუციშვილი მოკლეს. ის 2004 წლიდან აშშ-ის მოქალაქეა. ხუციშვილი წლების წინ საქართველოს ექსპრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრი იყო.  ამის შესახებ foxnews-ი იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი Starbucks-ის მაღაზიაში მას შემდეგ მოხდა, რაც იქ ხუთჯერ ნასამართლევი, ვინმე პედრო ხოსე გარსია შევიდა. მას და ხუციშვილს შორის შეკამათება მოხდა, რა დროსაც გარსიამ პისტოლეტი ამოიღო და ხუციშვილს ესროლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, გარსიამ სამჯერ გაისროლა. foxnews-ი იუწყება, რომ ამ დრომდე უცნობია, იყო თუ არა შეიარაღებული თავად ალექსანდრე ხუციშვილი.
პოლიციამ მკვლელობის ადგილას 22-ე კალიბრის პისტოლეტი აღმოაჩინა, რომლიდანაც სავარაუდოდ, გარსია ისროდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ხუციშვილი ორჯერ არის გაყრილი და ის სამი შვილის მამაა.

web1_4246133-f98503b9ed0b4f1ca039beecd0dedacc

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები