პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასი შიმონ პერესის დასაფლავებას დაესწრება

პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის, შიმონ პერესის დაკრძალვაზე ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შიმონ პერესი 93 წლის ასაკში ოთხშაბათს გარდაიცვალა. ორი კვირის წინ მან ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პერესი სხვადასხვა დროს ისრაელის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ორჯერ იკავებდა, ასევე იყო ისრაელის თავდაცვის, ფინანსთა, კავშირგაბმულობის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრი. 2007 – 2014 წლებში შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები