ერდოღანი – სამხედრო ამბოხების წარმატების შემთხვევაში თურქეთი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავდა

თურქეთში სამხედრო ამბოხების წარმატების შემთხვევაში ქვეყანა ტერიტორიის დიდ ნაწილს დაკარგავდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„15 ივლისი იყო თურქეთის ტერიტორიის ოკუპაციის მცდელობა. თუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მასშტაბებს და მის უკან მდგომ პირებს შევაფასებთ, ამ გეგმის რეალიზების შემთხვევაში ჩვენ ყოფილი ოსმალეთის იმპერიის იმ ნაწილსაც დავკარგავდით, რაც 1912-1923 წლებში შევინარჩუნეთ“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში საგანგებო მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ სამი თვით გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები