თურქეთში გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს

თურქეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც ფეთჰულაჰ გიულენის დაჯგუფებასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამ დაჯგუფებას თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. საგარეო უწყების წარმომადგენელთა დაკავების გადაწყვეტილება ანკარის სასამართლომ მიიღო. დაკავებულთა შორის ბურკინა ფასოში თურქეთის ყოფილი ელჩია.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 15-16 ივლისს მოხდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას საერთო ჯამში 246 ადამიანი ემსხვერპლა, ორი ათასზე მეტი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები