ინდონეზიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 7 წევრი დააკავეს

ინდონეზიის პოლიციამ ჯაკარტის საერთაშორისო აეროპორტში „ისლამური სახელმწიფოს“ 7 წარმომადგენელი დააკავა. ისინი სირიაში გამგზავრებას და იქ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას გეგმავდნენ.
დაკავებულთა შორის სამს ბრალი უკვე წაუყენეს.
ბოლო წლებში ინდონეზიაში რადიკალური ისლამისტების რამდენიმე თავდასხმა მოხდა. ყველაზე სერიოზული ტერაქტი მიმდინარე წლის 14 იანვარს ჯაკარტაში განხორციელდა. მაშინ ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები