ბულგარეთში საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ტერორიზმშია ეჭვმიტანილი 

ბულგარეთის პოლიციამ საფრანგეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. ის ბულგარეთ-თურქეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ბულგარეთის პროკურატურის ცნობით, დაკავებული 18 წლის კლემენტ მიშელია. გამოცემა „ლე ფიგაროს“ ინფორმაციით, ეს პირი  რეგულარულად შედიოდა ჯიჰადისტების ინტერნეტ საიტებზე.
ბულგარეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დაკავებული საფრანგეთში იქნება ექსტრადირებული, სადაც ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები