რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონს ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სირიაში რუსული სამხედრო კამპანიის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები ტერორისტების მხარდაჭერად შეაფასა.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, გვამებზე, რუსეთის ქალაქებში ტერაქტებზე, თვითმფრინავების ჩამოვარდნაზე განცხადებები უფრო ტერორიზმის პროვოცირებას ჰგავს, ვიდრე დიპლომატის კომენტარს.
როგორც საშმაბათს  წინა დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, სირიაში სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ექსტრემისტებმა შესაძლოა თავისი მოქმედების რეალი გააფართოვონ და შესაძლოა, რუსეთის ქალაქებს თავს დაესხნენ.
სირიაში სამოქალაქო ომი გაგრძელდება, ექსტრემისტები და მათი დაჯგუფებები მოქმედების ზონას გააფართოვებენ, ეს იქნება თავდასხმები რუსეთზე, მის ქალაქებზე, რუსეთში სპეციალური ტომრებით გვამებს ჩაიტანენ და რუსეთი დანაკარგებს მომავალშიც განიცდის“ – განაცხადა კირბიმ.
ზახაროვას განცხადებით, ისლამისტები ტერაქტებს საფრანგეთში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებშიც აწყობენ და ვაშინგტონი ფაქტობრივად „პარალელური რეალობის“ არსებობაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები