„ბლუმბერგის“ კვლევა – ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის მხრივ რუსეთი ბოლო ადგილზეა

ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის რეიტინგში რუსეთი ბოლო ადგილზე გავიდა. კვლევა სააგენტო „ბლუმბერგმა“ ჩაატარა.
კვლევის დროს გათვალისწინებულია ჯანმრთელობის დაცვის სფეროზე გამოყოფილი თანხები, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ასევე ერთ  სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადანაწილება.
რუსეთის გარდა ყველაზე ცუდი ჯანდაცვის სისტემა აქვს ბრაზილიას, აზერბაიჯანს, კოლუმბიას და იორდანიას. რუსეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელს შეადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატები „ბლუმბერგის“ რეიტინგში ბოლოდან მეექვსე ადგილი დაიკავა. აქ სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 78 წელს შეადგენს.
ყველაზე ეფექტიანად აღიარებულია ჰონგ-კონგის და სინგაპურის ჯანდაცვის სისტემები. იქ ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5% იხარჯება, ხოლო სოცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 83 წელს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები