ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკება მოხდა

ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქაშმირის შტატში პაკისტანის საზღვართან რამდენიმე დარტყმა განახორციელა. ამის მიზანი, დელის ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმების პრევენცია იყო.
პაკისტანი აცხადებს, რომ საზღვარზე ორმხრივი სროლა მოხდა.
9ნდოეთის ჯარის ინფორმაციით, პაკისტანის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და საზღვრის გასწ3ვრივ სროლა დაიწყო . ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდართან დაკავშირებით მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.
ქაშმირში სიტუაცია ბოლო ორ თვეში განსაკუთრებით გამწვავდა. მას შემდეგ, რაც ინდოელმა ჯარისკაცებმა ერთ-ერთი ადგილობრივი “ბოევიკი“ მოკლეს, შეტაკებებში 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ქაშმირი ერთადერთი ინდური შტატია, სადაც მოსახლეობის უმეტესობა – დაახლოებით 70% მუსლიმანია. ქაშმირის ნაწილი პაკისტანის, ნაწილი კი ინდოეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი გაყოფის შესახებ ოფიციალური შეთანხმება ოქ ქვეყანას შორის არ არსებობს.
​ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები