ტრამპი Google-ს ჰილარი კლინტონთან გარიგებაში ადანაშაულებს

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სამძებრო სისტემა Google მის ოპონენტთან – ჰილარი კლინტონთან გარიგებაში დაადანაშაულა. ტრამპის განცხადებით, სამძებრო სისტემა კლინტონზე ცუდ ინფორმაციას შლის.
Google-ის გამოკითხვების მიხედვით, ჩვენ ჰილარი კლინტონს ორი პროცენტით ვასწრებთ. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ სამძებრო სისტემა ჰილარი კლინტონის შესახებ ცუდ ინფორმაციას არ უშვებს“ – განაცხადა კლინტონმა ვაშინგტონში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.
Google-ის წარმომადგენლები ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ადმინისტრაცია საიტის სამძებრო ალგორითმის მუშაობაში არ ერევა.
Google-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მსგავსი განცხადებები სამძებრო სისტემის მუშაობის პრინციპის სრული უცოდინრობით არის გამოწვეული. „შეურაცხმყოფელ განცხადებებს და კომენტარებს ალგორითმი შლის, მაგრამ ის კონკრეტული ადამიანის სახელთან დაკავშირებული არ არის“ – აცხადებენ Google-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები